მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე
მიმართულება -რიცხვები სასწავლო თემა: მოქმედებები ნატ. რიცხვებზე |
სამიზნე ცნება: მოქმედებები რიცხვებზე |
მაკრო ცნება: |
კლასი: მე-4 დრო :3-4 კვირა |
საკითხები: Ø დიდი რიცხვების შეკრება /შეკრების წესი Ø დიდი რიცხვების გამოკლება/ Ø ნატ. რიცხვების დამრგვალების წესი /ჯამისა და სხვაობის შეფასება დამრგვალებით Ø რიცხვითი გამოსახულება/რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობა Ø კანონზომიერებები რიცხვებში |
საკვანძო კითხვა: ·
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რიცხვებზე მოქმედებები ყოფა-ცხოვრებაში? ·
როგორ გვეხმარება არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში? |
||
დავალების პირობა: |
კომპლექსური დავალების პირობა: „ყვავილების ორანჟერეა“ ნიას და მის მეგობრებს ძალიან უყვართ მცენარეები. მათ გადაწყვიტეს ერთად ააშენონ ორანჟერეა, სადაც გაამრავლებენ და მოუვლიან სხვადასხვა სახეობის მცენარეებს . ორანჟერეა გაიყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილში განათავსებენ სითბოს მოყვარულ ყვავილოვან მცენარეებს. ყვავილებისთვის დაამზადეს 5 თარო. ყველაზე მცირე თაროზე თავსდება 248 ყვავილი, ხოლო ყოველ მომდევნო თაროზე 10-ით მეტი. ორანჟერეის მეორე ნაწილში კი დეკორატიული მცენარეები უნდა განათავსონ. ამისათვის დაამზადეს 7 თარო. ყველაზე დიდ თაროზე შესაძლებელია 356 ყვავილის განთავსება, ხოლო ყოველ მომდევნო თაროზე კი შენი დავალებაა: Ø რამდენი ყვავილოვანი მცენარეა ნიას ორანჟერეაში თითოეულ თაროზე? Ø
მიახლოებით რამდენი ყვავილოვანი მცენარეა ორანჟერეაში? რატომ? Ø
გამოთვალე ყვავილოვანი მცენარეების ზუსტი რაოდენობა ორანჟერეაში? Ø
მიახლოებით რამდენი დეკორატიული მცენარეა ორანჟერეაში? რატომ? Ø
გამოთვალე დეკორატიული მცენარეების ზუსტი რაოდენობა ორანჟერეაში? Ø
იმსჯელე ზუსტი და მიახლოებითი გამოთვლების შედეგებზე. Ø
გამოთვალე რამდენი მცენარეა ნიას ორანჟერეაში სულ ნიამ და მისმა მეგობრებმა ორანჟერეას დაამატეს ორ-ორ თარო იგივე კანონზომიერებით. გამოთვალე რამდენი ყვავილია ორანჟერეაში სულ? რამდენით გაიზარდა ორანჟერეაში ყვავილების რაოდენობა? |
||
შეფასება: |
მოსწავლემ უნდა შეძლოს: Ø იმსჯელოს იმის შესახებ, თუ მოცემულ სიტუაციაში როგორი გამოთვლაა საკმარისი ზუსტი თუ მიახლოებითი; Ø კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის; Ø შეკრება/გამოკლების (და გამრავლება/გაყოფის) სტრატეგიების შერჩევა და აანალიზებს, რომ შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე. |
||
ვვვრეკომენდაციები მოსწავლეს |
იმისათვის, რომ გაგიმარტივდეს დავალების შესრულება შენ დაგეხმარება ლინკები: Ø
ორნიშნა რიცხვების ჩაწერა, წაკითხვა |
მოსწავლეთა ნამუშევრები
Комментариев нет:
Отправить комментарий