სწავლების 5 პრინციპი

                                   სწავლა სწავლების ხუთი ძირითადი პრინციპი

ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას- მიღებული ინფორმაცია ცოდნად გარდაიქმნება მოსწავლის მიერ მისი აქტიური დამუშავების შედეგად. მოსწავლე მიწოდებული ინფორმაციიდან გამოარჩევს ცოდნის სენებისათვის (კონსტრუირებისათვის) მნისვნელოვან ელემენტებს და ცოდნად გარდაქმნის შერჩეულ ინფორმაციას სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელების საფუძველზე.

ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით - ინფორმაციის დამუშავება და ცოდნად გარდაქმნა წინარე ცოდნის საშუალებით ხორციელდება. წინარე ცოდნა განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს მოსწავლე ყურადღებას და რის სწავლას სეძლებს იგი.

ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას - მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთკავშირებსა და ორგანიზება. ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს.

უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას(სწავლის სწავლას)- სწავლის პროცესში მართებული ხერხების ა და მიდგომების გამოყენება ნორმატიული სწავლის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტული მიზნის მისაღწევად განხორციელებულ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედითუნარიანობას, ეხმარება მას მიზნის ეფექტიანად მიღწევასა და სიძნელეთა გადალახვაში. აქიდან გამომდინარე, მოსწავლე ვადებულია დააფიქროს მოსწავლე იმხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად დაეხმაროს მათ შორის საუკეთესოს აღმოჩენაში. 

უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატერგორიას - დეკლარატიულს, პროცედურულს და პირობისეულს. დეკლარატიული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა. იგი გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი? პროცედურული ცოდნა დინამიკურია და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას. პროცედურული ცოდნა პასდუხობს კითხვას როგორ გავაკეთო?/როგორ შევასრულო? პირობისეული ცოდნა დინამიურია და გულისხმობს პირობების ანუ არსებითი ნიშანთვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას როდის და ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა?

Комментариев нет:

Отправить комментарий

კათედრის მიზნები და ამოცანები

მათემატიკის კათედრაზე მასწავლებელთა  მიზანია დაეხმაროს მოსწავლეს ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის ...